ენტონი ბლინკენი - აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება
აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კონგრესის მიერ დახმარების დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დასავლელი პარტნიორები გააქტიურდნენ და გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის წარმატებისა და რუსეთის დამარცხებისთვის.
„დამატებითი ბიუჯეტის გარეშე ჩვენს მოწინააღმდეგეებს არასწორ სიგნალს გავუზავნით, რომ ჩვენ არასწორად ვეკიდებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ეს კი გააძლიერებს ვლადიმერ პუტინის რწმენას, რომ შეუძლია, დაძლიოს უკრაინა და გაგვიმკლავდეს ჩვენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება დასრულდა და ეს უკვე ზეგავლენას ახდენს ბრძოლის ველზე.