ენტონი ბლინკენი - აშშ იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ენერგორესურსების საკითხს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად ან იარაღად არ გამოიყენებს
აშშ იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ენერგორესურსების საკითხს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად ან იარაღად არ გამოიყენებს, იმის გათვალისწინებით, რომ მალე ზამთარი დადგება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვს ასეთი რამ წარსულში უკვე გაუკეთებია.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ ენერგოპრობლემებთან გასამკლავებლად ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას დაიწყებენ.