ენტონი ბლინკენი - აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს უკრაინის თხოვნას დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ, -ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაა, რომელიც მან უკრაინაში ვიზიტის დროს გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ თხოვნას. ახლა ვფიქრობთ, რომელი დამატებითი დახმარება იქნება სასარგებლო უკრაინისთვის, გარდა იმ დახმარებისა, რასაც უკრაინას უკვე ვუწევთ. ეს საკითხი აქტიურად განიხილება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
გარდა ამისა, ამერიკის სახელმწფო მდივანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი კიდევ ერთხელ განახორციელებს აგრესიას, ამის შედეგს მოიმკის.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინაში იმყოფება.