ენტონი ბლინკენი - აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე მშვიდობა არ დამყარდება
ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე მშვიდობა არ დამყარდება,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ ისაუბრა.
„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრისას პრეზიდენტი პუტინი ახორციელებდა თავის ახალ სტრატეგიას უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის მოსაგებად. პრეზიდენტი პუტინი ბრძოლის ველზე მარცხს განიცდის უკრაინელი ხალხის შესანიშნავი სიმამაცის წყალობით. აშშ და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნები მხარს ვუჭერთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ არა ნებისმიერი სახის მშვიდობას, ეს უნდა იყოს მშვიდობა, რომელიც ამართლებს ევროკავშირის პრინციპებს. ვიდრე ეს მშვიდობა არ მიიღწევა, შეერთებული შტატები, ალიანსის სხვა ქვეყნებთან ერთად, განაგრძობს დახმარების გაწევას, რომელიც უკრაინას სჭირდება საკუთარი ტერიტორიის დასაცავად“, – განაცხადა ბლინკენმა.