ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების სახით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით გამოყოფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, საერთო ჯამში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო.
„როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა, დაეწყო გაუმართლებელი შეჭრა მეზობლის წინააღმდეგ, პრეზიდენტი პუტინი მიისწრაფოდა, დაეყო შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები. მიუხედავად ამისა, ჩვენ უფრო ძლიერნი და ერთიანნი ვართ, ვიდრე ოდესმე. კრემლი ფიქრობდა, რომ ძირს გამოუთხრიდა ან ჩამოაგდებდა უკრაინის ხელისუფლებას, თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკი და დემოკრატიულად არჩეული მთავრობა მტკიცედ დგანან. აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება, 40-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი აგრძელებს უკრაინის პოზიციების განმტკიცებას, დაიცვან თავიანთი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, უზრუნველყონ გამარჯვება ბრძოლის ველზე და ბოლოს, გააძლიერონ უკრაინის პოზიციები მოლაპარაკების მაგიდასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.