ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელს მიზნის მიღწევა რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის გარეშეც შეუძლია
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელს მიზნის მიღწევა რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის გარეშეც შეუძლია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის მხარესთან გრძელდება დისკუსიები ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში პოტენციურ სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით.

ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციას მხარს ვერ დაუჭერს.

სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ისრაელს მიზნის მიღწევა რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის გარეშეც შეუძლია.

„ჩვენ ვემხრობით პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეას, ისრაელისთვის საჭირო გარანტიებით“, – განაცხადა ბლინკენმა.