ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ ინტენსიურად ჩაერთვება ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილების პროცესში
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ „ინტენსიურად ჩაერთვება“ პროცესში ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც შეკავების, ასევე დიპლომატიის გზით, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი“, – განუცხადა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს.
ამასთან, ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საკითხთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო და აღნიშნა, რომ მოსახლეობას დახმარება არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა „ლიბანში დიპლომატიური გადაწყვეტის“ საჭიროებას.
„ლიბანის მომავალი ლიბანელი ხალხის გადასაწყვეტია და არა ვინმეს სხვისი“, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.