ენმ-ს წევრი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის პოლიციიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
ენმ-ს წევრი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის პოლიციიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ზუგდიდში დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე პოლიციამ გაათავისუფლა, ხოლო მესამე დაკავებული, პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ხმაური იყო ზუგდიდის პოლიციის შენობასთან. როდესაც პოლიციას ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდა, მანუჩარ ჩხეტიას დედა ცუდად გახდა.

მანამდე, დაკავებული მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დასავლეთ საქართველოში ლევან პაპავამ. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმით აუცილებლად დაინტერსდება.

დაკავებულ მანუჩარ ჩხეტიას ადვოკატის, მირანდა გოგოხიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით წარუდგინეს ბრალი. ადვოკატმა არ იცის, რა მოტივით მოხდა ჩხეტიას დაკავება და აცხადებს, რომ ჩხეტია ყველაფერს სასამართლოზე იტყვის.

ჩხეტიას სასამართლო სავარაუდოდ 12 აპრილს გაიმართება.

ადგილზე იმყოფებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. ისინი მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ.