„ენკა“ - კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, „ნამახვანჰესის“ გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას
„ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკა“ აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანიამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა.
„სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკამ“ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის – „ნამახვანჰესის“ გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.
ასევე, კომპანია მზადაა, პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.