ენგურის ხიდზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სოფო მიქია სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.
სოფო მიქია შეეცადა არ გაეტარებინა გალის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მიქია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ენგურის ხიდზე დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ ოთხთვალებისა და მიკროავტობუსების მძღოლები. ისინი “ტყის ძმების” ყოფილი მეთაურის, დათო შენგელიას მიერ ზუგდიდი – გალის მიმართულებით და მიკროავტობუსების დანიშვნას აპროტესტებენ.