ენგურის ხიდზე ოთხთვალებისა და მიკროავტობუსის მეპატრონეები აქციას მართავენ
ენგურის ხიდზე ოთხთვალებისა და მიკროავტობუსის მეპატრონეები აქციას მართავენ

ენგურის ხიდზე დილიდან აქციას მართავენ ოთხთვალების მეპატრონეები და მიკროავტობუსების მძღოლები. მათი თქმით, გალის მიმართულებით რამდენიმე მიკროავტობუსი უკანონოდ მოძრაობს და მათ ამის გამო პრობლემები ექმნებათ.

“ჩვენი ერთადერთი საარსებო წყარო ეს ოთხთვალაა. ამით ვშოულობთ ლუკმა პურს. დააყენა მარშრუტკები დათო შენგელიამ და ჩვენ ვერ ვმუშაობთ. აფხაზებს ფულს უხდიან”, – აცხადებს სოფიო მიქია.

რაც შეეხება პარტიზანული დაჯგუფება “ტყის ძმების” ყოფილ მეთაურს, დათო შენგელიას, მის დაქვემდებარებაში მართლაც არის რამდენიმე მიკროავტობუსი, რომლებსაც გალიდან ზუგდიდამდე მიჰყავს მგზავრები. მგზავრობის ღირებულება ორი ლარია.

შენგელიას წარმომადგენელმა არსენა ჩანგელიამ განაცხადა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებშია.