„ენგურჰესის“ დირექტორი - ხვალიდან აფხაზეთში დენის მიწოდება გრაფიკით განხორციელდება
„ენგურჰესის“ დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, ხვალიდან აფხაზეთში დენის მიწოდება მომხმარებლებისთვის გრაფიკით განხორციელდება. ამის მიზეზი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დაწეული დონეა.
„წყალსაცავში დარჩენილია 15-20 დღის მარაგი. ეს დამოკიდებული იქნება ამინდზე და შემოდინებაზე. რაც შეეხება აფხაზეთს, ხვალიდან გეგმავენ შეზღუდვებს. იმპორტის თემაზეც მუშაობენ, ჯერ არ ვიცი რამდენად შეძლებენ. მაგრამ შეზღუდვები ნამდვილად იქნება. დაახლოებით 1-1.2 მილიონი კვტ.სთ-ის შეზღუდვაზეა საუბარი დღე-ღამის განმავლობაში“, – განაცხადა მებონიამ.
ზამთრის თვეებში აფხაზეთის ენერგომომარაგება განსაკუთრებით იზრდება. შედეგად, „ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად რეგიონს მიეწოდება.