“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის გაზრდილი ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ტარიფების გაზრდას სემეკ-მა მხარი დაუჭირა. მომატებული გადასახადი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და 2020 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.
“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით):
პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით)
მოქმედი ტარიფი 12.95404 თეთრი
ახალი ტარიფი 14.2367 თეთრი
მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ)
მოქმედი ტარიფი 16.93064 თეთრი
ახალი ტარიფი 18.213 თეთრი
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი)
მოქმედი ტარიფი 21.45004 თეთრი
ახალი ტარიფი 22.7331 თეთრი
ხვალ კომისია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” აბონენტებისთვის წყლის ტარიფებს დაადგენს.