ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარი - ევროკავშირი მიზნად ისახავს ეგვიპტესთან თანამშრომლობის გაძლიერებას ენერგეტიკის სფეროში
ევროკავშირი მიზნად ისახავს ეგვიპტესთან თანამშრომლობის გაძლიერებას ენერგეტიკის სფეროში, – აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა კადრი სიმსონმა ეგვიპტის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრთან, თარექ ელ მოლასთან შეხვედრისას განაცხადა.
მხარეებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გაზის ფორუმის ფარგლებში შეხვედრისას განიხილეს ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის კოორდინაციის გაზრდის გზები.
საუბრისას სიმსონმა ხაზი გაუსვა ეგვიპტის ძალისხმევის მნიშვნელობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რომელიც მხარს უჭერს ამ სივრცის ქვეყნებს შორის პარტნიორობას ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კუთხით.