„ენდიაის“ კვლევით, გამოკითხულთა 21 პროცენტი ამბობს, რომ ხუთი წლის წინანდელთან შედარებით მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, 43 პროცენტი პასუხობს, რომ ნაკლები
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 21 პროცენტი ამბობს, რომ ხუთი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს.
კითხვაზე – ხუთი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით როგორი ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ – 35 პროცენტი პასუხობს, რომ იგივე ფინანსური მდგომარეობა აქვს, 43 პროცენტი კი, ფიქრობს, რომ ხუთი წლის წინანდელთან შედარებით ნაკლები ფინანსური შესაძლებობა აქვს.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ საშუალო და დაბალ ეკონომიკურ საფეხურზეა.
ამასთან, კვლევის შედეგების როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მოსახლეობას ეთხოვა, წარმოედგინათ, კიბის რომელ საფეხურზე დააყენებდნენ საკუთარ თავს სხვებთან შედარებით. შედეგად, 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ კიბის შუაშია და მათზე უკეთეს მდგომარეობაშია მოსახლეობის ნახევარი.
კვლევის ძირითადი აქცენტები სწორედ ეკონომიკასა და ჯანდაცვაზეა გაკეთებული.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.