„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50 პროცენტი კარგად აფასებს
„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 50 პროცენტი.
კითხვაზე – როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 38 პროცენტი აცხადებს, რომ ცუდად, 11 პროცენტი ამბობს, არ იცის, ხოლო ერთი პროცენტი პასუხზე უარს აცხადებს.
„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.