„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50 პროცენტი კარგად აფასებს
„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50 პროცენტი კარგად აფასებს

„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 50 პროცენტი.

კითხვაზე – როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 38 პროცენტი აცხადებს, რომ ცუდად, 11 პროცენტი ამბობს, არ იცის, ხოლო ერთი პროცენტი პასუხზე უარს აცხადებს.

„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.