მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ სპეციალური მიწვევა (უაილდ-ქარდი) მიიღო ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მონაწილეობისთვის.
„ჩვენ დიდი სიამოვნებით მივესალმებით ენდის მელბურნში. ის ამდენი საოცარი მატჩისა და სიუჟეტური ხაზების განუყოფელი ნაწილი იყო“, – განაცხადა ტურნირის დირექტორმა კრეიგ ტილიმ.
ამ მომენტისთვის, 33 წლის ბრიტანელი ჩოგბურთელი 122-ე ადგილზეა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში.
ავსტრალიის ღია პირველობა 2021 წელს „დიდი სლემის“ პირველი ტურნირი იქნება. ის მელბურნში 8-21 თებერვალს გაიმართება.