მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ენდი მარეი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის დიდი ბრიტანეთის ნაკრებში მოხვდა, – წერს გაზეთი „გარდიანი“.
„მეოთხე ოლიმპიადაზე გამოსვლის შესაძლებლობა – ეს დიდი პატივია ჩემთვის. მოუთმენლად ველოდები კორტზე გასვლის მომენტს, რათა დავიცვა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული“, – განაცხადა მარეიმ, რომელიც ასევე გამოვა წყვილებში ჯო სოლსბერისთან ერთად.
მარეი ოქროს მედლის მფლობელი გახდა 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე და 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროში.
ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.