ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს
ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი გამოტოვებს 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობას, – ამის შესახებ „დიდი სლემის“ პირველი ტურნირის პრესსამსახურმა დაწერა.

მარეიმ ვერ მოასწრო აღდგენა იმ ტრავმის გამო, რომელიც ნოემბერში „დევისის თასის“ ფინალური ტურნირის დროს მიიღო.

შესაბამისად, მარეი ასევე ვერ დაეხმარება ბრიტანეთის ნაკრებს ATP Cup-ის გათამაშებაში, რომელიც 3 იანვარს დაიწყება.

32 წლის მარეის ხუთჯერ უთამაშია ავსტრალიის ღიას ფინალში, თუმცა, ერთხელაც ვერ ვერ შეძლო მოგება: პირველი ფინალი მან როჯერ ფედერერთან წააგო, დანარჩენი ოთხი – ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

ავსტრალიის ღია პირველობა 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართება.