ენდე შედეგს - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ პროექტს იწყებს
“ენდე შედეგს” ამ სახელწოდებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ პროექტს იწყებს, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრამა კერძო კომპანიების, უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სურვილით შეიქმნა.
როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტი კანდიდატთა შერჩევისა და კომპეტენციების დადასტურებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც სერთიფიკატების გაცემა მოხდება.
“აღნიშნული დოკუმენტით, მონაწილე პირები შეძლებენ საკუთარი კომპეტენცია პოტენციურ დამსაქმებლებთან წარადგინონ. გამოცდების ეროვნული ცენტრი ინდივიდუალურ და კორპორატიულ მონაწილეებს შემდეგი კომპეტენციების დამადასტურებელ ტესტირებებს შესთავაზებს: უცხოური ენის (გერმანული,რუსული,ფრანგული) ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა; ძირითადი სააზროვნო უნარები; ქართული ენის ცოდნა და ფუნქციური წერა; საკანცელარიო უნარები;ემოციური და პორაქტიკული ინტელექტის შეფასება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.