ემზარ კვიციანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მიერ სპიკერატის ბლოკირება გააპროტესტა [ფოტო/ვიდეო]
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერატის ბლოკირება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა გააპროტესტა.
ემზარ კვიციანი სპიკერატს ძალის გამოყენებით მოაშორეს, რის შემდეგაც მასთან თანაგუნდელი ადა მარშანია მივიდა. მარშანიასთან საუბრის შემდეგ, ემზარ კვიციანმა დარბაზი დატოვა.
ამავე დროს, დარბაზში ხმაური და შეძახილები: „პუტინ ხუილო“ ისმოდა.