ემზარ კვიციანი - სამი წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელმაც ქვეყანა ცხრა წელი სისხლში აცურავა
ემზარ კვიციანი - სამი წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელმაც ქვეყანა ცხრა წელი სისხლში აცურავა

სამი წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელმაც ქვეყანა ცხრა წელი სისხლში აცურავა, – ასე ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს განაჩენს.

“საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პირველი მხარდამჭერი რატომღაც მასმედია აღმოჩნდა, რადგან ძალიან ბევრი მასმედიის საშუალება მთლიანად საქართველოზე არ მუშაობს. მიხეილ სააკაშვილი დღეს საერთოდ გამქრალი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა ეს მიზერული რაღაცაა. სამი წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელმაც ქვეყანა ცხრა წელი სისხლში აცურავა, გვაწამა და რეპრესიებში 340 ათასი ქართველი გამოატარა. სამარცხვინოა, რომ ეთნიკურ ქართველებს საქართველოში გვხოცავენ და ჩვენს ირგვლივ რა ხდება ყოველ დღე ხედავთ. იხოცებიან ქართველები, ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველო ქართველების გარეშე დარჩეს. ამის წამომწყები და ძლიერად შემსრულებელი სააკაშვილი იყო, რომელსაც დღეს სამარცხვინოდ სამი წელი მიესაჯა. ექსტადირების საკითხი რაღაც ნაბიჯად მიმაჩნია იქითკენ, რომ სააკაშვილი ნელ-ნელა გაასუფთავონ და შეიძლება მერე კიდევ ჩამოგვიყვანონ და აქ დაგვისვან”,- განაცხადა კვიციანმა.

ემზარ კვიციანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ის უცხოელები, რომლებიც სააკაშვილის დაცვას შეეცდებიან, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს.

“ახლა შეშფოთება და აღშფოთება დაიწყება იმ უცხოური ლობისტებისა, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ სააკაშვილს ეს გენოციდი ჩაადენინეს. საქართველოს ხელისუფლებამ ის პირები, რომლებიც უცხოეთიდან გვერდით სააკაშვილს დაუდგებიან და თითის ქნევას ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყებენ, პერსონა ნონ გრატად თუ არ გამოაცხადა, მაშინ მართლა რა ვიცი, ჩვენ საერთოდ ქვეყანა ვართ?”,- განაცხადა კვიციანმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წალმდე შემცირდა.