ემზარ კვიციანი - 100-100 ლარი შევაგროვოთ და ვიყიდოთ დინამიკები, დარბაზში არაფერი ისმის
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურის გამო გამომსვლელების საუბარი არ ისმის.
ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ინიციატივითაც მიმართა: „დარბაზში არაფერი ისმის. 150 კაცი ვსხედვართ, ხელფასებზე 100-100 ლარი შევაგროვოთ და იქნებ დინამიკები ვიყიდოთ, ერთმანეთის ლაპარაკს ნორმალურად გავიგებთ“, – მიმართა კობახიძეს კვიციანმა.
დეპუტატების განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ახალ სხდომათა დარბაზში გახმოვანების პრობლემის გამო ხშირად გამომსვლელების ხმა სათანადოდ არ ისმის, თუმცა როგორც ხელმძღვანელობა ამბობს, ეს პრობლემა მალე გადაიჭრება.