ემზარ კვიციანი – 100-100 ლარი შევაგროვოთ და ვიყიდოთ დინამიკები, დარბაზში არაფერი ისმის

12:23, 04.04.2019

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურის გამო გამომსვლელების საუბარი არ ისმის.

ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ინიციატივითაც მიმართა: „დარბაზში არაფერი ისმის. 150 კაცი ვსხედვართ, ხელფასებზე 100-100 ლარი შევაგროვოთ და იქნებ დინამიკები ვიყიდოთ, ერთმანეთის ლაპარაკს ნორმალურად გავიგებთ“, – მიმართა კობახიძეს კვიციანმა.

დეპუტატების განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ახალ სხდომათა დარბაზში გახმოვანების პრობლემის გამო ხშირად გამომსვლელების ხმა სათანადოდ არ ისმის, თუმცა როგორც ხელმძღვანელობა ამბობს, ეს პრობლემა მალე გადაიჭრება.

მსგავსი