„ემის“ გამარჯვებულები ცნობილია - საუკეთესო დრამატული სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ გახდა
„ემის“ გამარჯვებულები ცნობილია. ამერიკული ტელეაკადემიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო დრამატული სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ გახდა. აღსანიშნავია, რომ „ეიჩბიოუს“ (HBO) შოუს ეს ჯილდო აქამდე ოთხჯერ აქვს მოგებული.
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ემი“ დაიმსახურა პიტერ დინკლეიჯმა „სამეფო კარის თამაშებში“ ნათამაშები ტირიონ ლანისტერის როლისთვის. ამავე კატეგორიაში დააჯილდოვეს ჯულია გარნერი „ოზარკში“ შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ბილი პორტერი გახდა, ხოლო ქალი – ჯოდი კომერი, სერიალში „ევას მკვლელობისას“ შესრულებული მთავარი როლისთვის.