ემის დაჯილდოების 70-ე ცერემონია ლოს ანჯელესში 17 სექტემბერს გაიმართება
ემის დაჯილდოების რიგით 70-ე ცერემონია 17 სექტემბერს ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში გაიმართება და ტელეკომპანია NBC-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
დაჯილდოების ცერემონიას, რომლის მეშვეობითაც წლის საუკეთესო ამერიკული სერიალები, სატელევიზიო შოუები და ფილმები გამოვლინდება, მაიკლ ჩე და კოლინ ჯოსტი გაუძღვებიან.
ჯილდო 20 ნომინაციაში გაიცემა. წელს ყველაზე მეტი – ცხრა ნომინაცია სერიალმა „ჯანი ვერსაჩის მკვლელობამ“ მიიღო, რვა ნომინაცია დაიმსახურეს სატელევიზიო სერიალებმა „მხევლის წიგნი“ და „ატლანტა“, შვიდი ემის მოგების შანსი კი „სამეფო კარის თამაშებს“ აქვს.
ემის დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს მაიკლ დუგლასი, ალეკ ბოლდვინი, ანჯელა ბასეტი, ბენისიო დელ ტორო, პატრისია არკეტი, ბენ სტილერი და კლერ ფოი დაასახელებენ. წელს ყველაზე მეტი 37 ნომინაცია „ნეტფლიქსმა“, 29 კი HBO-მ მიიღო.