გერმანული „შალკესა“ და შვეიცარიის ნაკრების ფორვარდი ბრელ ემბოლო უახლოეს დღეებში მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდება. როგორც გამოცემა Le Matin ამტკიცებს, კლუბებმა უკვე შეათანხმეს 21 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი. ფინანსური დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.
გასულ სეზონში ემბოლომ „შალკეში“ 21 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ასევე, მან ოთხ მატჩში ერთი საგოლე პასი შეასრულა მსოფლიოს ჩემპიონატზე.