ემანუელ მაკრონს კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შარლემანის პრიზს მიიღებს. საფრანგეთის პრეზიდენტს „ევროპული ხედვისთვის“ კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ.
ქალაქ აახენში პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე მაკრონის მიღწევებზე გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ისაუბრებს.
პრიზის მიღებამდე ერთი დღით ადრე, აახენში სიტყვით გამოსვლისას, ემანუელ მაკრონმა ევროპულ სახელმწიფოებს უმუშევრობის დასაძლევად უფრო მეტი მუშაობისკენ მოუწოდა.
ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება, ევროპელები ევროკავშირის მომავალს მეტი იმედით შეხედავენ.
კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემია 1950 წლიდან ევროპის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს გადაეცემათ.