საფრანგეთის პრეზიდენტმა სირიის ჩრდილოეთში თურქეთსა და ქურთებს დიალოგი შესთავაზა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში, ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მაკრონმა ჯიჰადისტებთან ბრძოლაში ქურთული სამხედრო ჯგუფების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხოების ზონის სტაბილიზაციას დაეხმარება, რათა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ გაძლიერება ვეღარ შეძლოს.
რადიკალ ჯიჰადისტებთან ბრძოლაში ქურთებს შეიარაღებით საფრანგეთიც ეხმარება. ემანუელ მაკრონის ინიციატივას მიუღებელს უწოდებენ თურქეთში. ანკარაში ამბობენ, რომ ტერორისტულ სტრუქტურებთან დიალოგს არ გეგმავენ.