ემანუელ მაკრონმა ხელოვნური ინტელექტის სამიტზე დონალდ ტრამპი და ილონ მასკი მიიწვია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თებერვალში საფრანგეთში დაგეგმილ ხელოვნური ინტელექტის სამიტზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ილონ მასკი მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მაკრონმა ტრამპისა და მასკის მიწვევაზე ბრაზილიაში, დიდი ოცეულის სამიტის სამიტის კულუარებში განაცხადა.
ემანუელ მაკრონის თქმით, ხელოვნური ინტელექტის სამიტზე ასევე მიწვეულია ჩინეთი. ღონისძიებას დაესწრება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.
ხელოვნური ინტელექტის სამიტი საფრანგეთში 10-11 თებერვალს არის დაგეგმილი.