ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი პოტენციურად საშიში პირების სიის გადახედვა მოითხოვა
ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი პოტენციურად საშიში პირების სიის გადახედვა მოითხოვა

საფრანგეთში ტერაქტის გამო, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი პოტენციურად საშიში პირების სიის გადახედვა მოითხოვა. ამის შესახებ ნათქვამია ელისეს სასახლეში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

„ყველა რეგიონის მმართველი გამართვას შეხვედრას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან და მიაწვდიან მათ ქვეყენაში მყოფი პოტენციურად საშიში და რადიკალიზებული პირების სიას. ეს განკარგულება შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე გასცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომ ტერაქტის დროს დაღუპული პოლიციელი სამხედრო პატივით დაკრძალონ.

23 მარტს ქალაქ ტრებეში ერთ-ერთ სუპერმარკეტს 26 წლის, წარმოშობით მაროკოელი დასეხა თავს და მძევლები აიყვანა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. მოგვიანებით გარდაიცვალა ის პოლიციელი, რომლიც ერთი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდამსხმელს ჩაბარდა.