ემანუელ მაკრონმა გადადგომის შესახებ შს მინისტრის განცხადებას ხელი მოაწერა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ კოლლონის განცხადებას ხელი მოაწერა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდაპირველად ემანუელ მაკრონი შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლების ბრძანებაზე ხელის მოწერაზე უარს აცხადებდა.
შეგახსნებთ, რამდენიმე კვირის წინ, 72 წლის ჟერარ კოლლონმა განაცხადა, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს, 2020 წელს ლიონის მერის თანამდებობისთვის აპირებს ბრძოლას.