ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პარიზში განაცხადა.

მაკრონის თქმით, კიევისა და პარიზის დელეგაციებმა მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის აღდგენის თაობაზე და „გადაწყვიტეს, რომ შეიქმნება ახალი ინსტრუმენტები ამ პროცესის განსახორციელებლად“.

„გაფორმდა ხელშეკრულება 200 მილიონი ევროს ოდენობის ფონდზე, რომელიც განკუთვნილია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ ამ ფონდიდან 60 მილიონი ევრო დაეთმობა ენერგეტიკულ სექტორს და მის პრიორიტეტებს“, – განაცხადა მაკრონმა.

გარდა ამისა, მაკრონის თქმით, პარიზი აფართოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მანდატს უკრაინაში პროექტების მხარდასაჭერად ადგილობრივ დონეზე და აგზავნის 20 ტექნიკურ ექსპერტს უკრაინის სხვადასხვა საკვანძო სამინისტროში ტექნიკური დახმარების გასაწევად.