ემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა
ემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვა, RTL-ის დაკვეთით, BVA Xsight-მა ჩაატარა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაკრონის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 26%-ია განწყობილი, რაც მაისის მაჩვენებელზე 6 პუნქტით ნაკლებია. გამოკითხულთა 74% პროცენტი კი მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.

RTL-ის ცნობით, მაკრონი ასეთი არაპოპულარული არასოდეს ყოფილა, მათ შორის არც 2023 წლის აპრილში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის დროს.

რაც შეეხება ასამბლეის დათხოვნის გადაწყვეტილებას, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაური პასუხისმგებლობით არ მოქმედებს. 54% მიიჩნევს, რომ ეს ვერ გააუმჯობესებს პოლიტიკურ ვითარებას და ვერც დემოკრატიულ დებატებს გააცოცხლებს.

გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების აბსოლუტურ უმრავლესობას მაკრონის მონაწილეობა საყოველთაო საარჩევნო კამპანიაში არ სურს.