ემანუელ მაკრონის განკარგულებით, კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთვებიან
ემანუელ მაკრონის განკარგულებით, კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთვებიან

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განკარგულებით, კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთვებიან. მაკრონის თქმით, არმია დღეიდან ჩაერთვება ოპერაციაში „წინააღმდეგობა“ , რომლის მიზანიც მოქალაქეების დახმარებაა.

როგორც მაკრონმა კორონავირუსით ინფიცირებულთათვის გახსნილი საველე ჰოსპიტალის მონახულებისას განაცხადა, სამხედროები ასევე დაეხმარებიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს ლოგისტიკური ამოცანების ეფექტურად გადაჭრაში.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია სამხედრო-სამაშველო ვერტმფრენებიც.

მაკრონმს პირობა დადო, რომ კორონავირუსის კრიზისის დასრულების შემდეგ მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ინვესტიციებს დააბანდებს.

საფრანგეთში ახალი კორონავირუსის შედეგად ბოლო მონაცემებით, 1331 ადამიანი დაიღუპა.