ემანუელ მაკრონი - უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საფრანგეთში მაღაზიებისა და რესტორნების დახურვა აუცილებელი იყო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მთავრობას მკაცრი ზომების გატარების გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ემანუელ მაკრონის თქმით, ქვეყანა ამ კრიზისს დაძლევს, თუ მას პასუხისმგებლობით მოეკიდება.
„მე ჩვენი მოქალაქეების ჯანრთელობის გარანტორი, ასევე ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაზე პასუხისმგებელი ვარ. ჩვენ ამ კრიზისს ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთის გამო პასუხიმგებლობის გრძნობით დავძლევთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, მაღაზიებისა და რესტორნების დახურვა აუცილებელი იყო, რადგან ძალიან ბევრი ადმიანი სუსტად იცავდა თავს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის განკარგულებით ქვეყანაში რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები და ღამის კლუბები დაიხურა.