ემანუელ მაკრონი - უახლოეს წლებში საფრანგეთი სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვან გაზრდას გეგმავს
უახლოეს წლებში საფრანგეთი სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვან გაზრდას გეგმავს, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა.
ემანუელ მაკრონის თქმით, 2030 წელს საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი 2017 წლის მონაცემებთან შედარებით გაორმაგდება და 413 მილიარდი ევრო იქნება.
მაკრონის თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ დამყარებული მშვიდობა დასრულდა და ამიტომ 2024-2030 წლების ბიუჯეტი გათვლილი იქნება არმიის ადაპტაციაზე, რათა ის მზად იყოს მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებზე ადეკვატური პასუხის გასაცემად.
„ომი იცვლება, საფრანგეთს ჰყავს და ეყოლება არმია, რომელიც მზად იქნება ამ საუკუნის საფრთხეებისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისივე თქმით, საფრანგეთი უფრო დიდ თანხებს დააბანდებს დრონებსა და სამხედრო დაზვერვაში. მაკრონის განცხადებით, ასევე გაძლიერდება კიბერთავდაცვა.