ემანუელ მაკრონი თურქეთის პრეზიდენტს, მის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პატივისცემისკენ მოუწოდებს
ემანუელ მაკრონი თურქეთის პრეზიდენტს, მის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პატივისცემისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პატივისცემისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას საფრანგეთისთვის ტვირთი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი მას მალე მოიშორებს.

ამას გარდა, ვებგვერდ „ბრუტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თურქეთის პრეზიდენტი თურქი ხალხის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.