ემანუელ მაკრონი - თუ ჩვენ აღმოვაჩენთ „კოვიდ-19“-ის ვაქცინას, ეს იქნება გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე და მასზე წვდომა ყველას უნდა ჰქონდეს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეის გახსნაზე წარადგინეს.
„თუ ჩვენ აღმოვაჩენთ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, ეს იქნება გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე და ყველას უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა “, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
როგორც საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, ეს არის პრინციპის საკითხი.
„არ შეიძლება, ადამიანის ჯანმრთელობა იყოს საკამათო, მისი მისაკუთრება, ყიდვა ან გაყიდვა არ შეიძლება.
ვიდრე დაავადება წარმოადგენს საფრთხეს რამდენიმესთვის, ის რჩება საფრთხედ ყველასთვის“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა და ხაზი გაუსვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისადმი გლობალური მიდგომის აუცილებლობას.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„კოვიდ-19“-ის დასამარცხებლად ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვართ ჩვენ, წევრი ქვეყნები“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.