საფრანგეთში ეპიდემიის საფრთხეა, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიზიტის დროს გააკეთა.
„ჩვენ კრიზისის, ეპიდემიის წინაშე ვართ, ის მოდის, ამას უნდა შევეგუოთ და ყველაფერი გავაკეთოთ საბრძოლველად“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია ორი ადამიანი მათ შორის ერთ ჩინელი ტურისტი იყო, მეორე კი საფრანგეთის მოქალაქე.