ემანუელ მაკრონი - 11 მაისი არ იქნება ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების დღე, ეს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ 11 მაისს „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყება. როგორც მაკრონმა აღნიშნა, 11 მაისი შეზღუდვების მოხსნის მხოლოდ პირველი ეტაპია.
„11 მაისი არ იქნება ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების დღე. წინ გვაქვს აღდგენის ეტაპი, რომელიც ორგანიზებული უნდა იყოს. ბევრი ფაზა იქნება, 11 მაისი მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
11 მაისის შემდეგ საფრანგეთში სკოლები ეტაპობრივად გაიხსნება, ასევე მუშაობას აღადგენს მცირე ბიზნესი.