ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი მოითხოვს „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლებას
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი მოითხოვს „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლებას

„ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას საერთაშორისო ლიდერები ეხმაურებიან.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, სინვარი იყო მთავარი პასუხისმგებელი პირი 7 ოქტომბერს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებზე.

„საფრანგეთი მოითხოვს „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლებას“, – აღნიშნა მაკრონმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი იყო ტერორისტი, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა.

„„ჰამასმა“ ახლა უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი და დაყაროს იარაღი. ღაზის მოსახლეობის ტანჯვა საბოლოოდ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

რაც შეეხება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანტონიო ტაიანი იმედს იტოვებს, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას განაპირობებს.