ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი მიმდინარე თვეში უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას ლიბანისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოსაზიდად და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
„მომდევნო კვირებში ჩავატარებთ კონფერენციას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საერთაშორისო საზოგადოების მხარდასაჭერად და ლიბანის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად, განსაკუთრებით სამხრეთ ლიბანში”, – განაცხადა მაკრონმა.