ემანუელ მაკრონი - ქვეყანა უკეთესი იქნებოდა, თუ ადამიანები გენერალ შარლ დე გოლის მიბაძავდნენ და წუწუნს შეწყვეტდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანა უკეთესი იქნებოდა, თუ ადამიანები გენერალ შარლ დე გოლის მიბაძავდნენ და წუწუნს შეწყვეტდნენ.
განცხადება ემანუელ მაკრონმა პენსიონერ ქალბატონთან შეხვედრის დროს გააკეთა. ქალბატონმა პრეზიდენტს უთხრა, რომ ეშინია პენსიის შემცირების. რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ გენერალი შარლ დე გოლი ცხოვრობდა შემდეგი პრინციპით – „თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ საკუთარი აზრი ძალიან თავისუფლად, ერთადერთი რის უფლებაც არ უნდა მისცეთ საკუთარ თავს, არის წუწუნი”.
„ვფიქრობ, გენერლის ეს წესი იყო ძალიან პრაქტიკული. ქვეყანა ძალიან სხვანაირი იქნებოდა, ასე რომ ყოფილიყო. ჩვენ ვერც კი ვხვდებით, როგორც გაგვიმართლა”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.