ემანუელ მაკრონი საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას გაავრცელებს
საფრანგეთის პრეზიდენტი მომავალი კვირის დასაწყისში საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას გაავრცელებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტი განცხადებას მომდევნო კვირის დასაწყისში გააკეთებს. ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რაც ფრანგ ხალხს სჭირდება. პრეზიდენტი გაავრცელებს გზავნილს, რომ ის უსმენს ხალხის სიბრაზეს და გამოსავალი უნდა მოიძებნოს“, – განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა ელისაბედ ბორნემ.
ხვალ პარიზში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. დაანონსებული დემონსტრაციების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 89 000 ათასი სამართალდამცველი იქნება მობილიზებული.
დაიხურება ტურისტული ღირშესანიშნაობები, მათ შორის ეიფლეის კოშკი და ლუვრის მუზეუმი. პოლიციამ შანზ-ელიზეზე განთავსებული მაღაზიებისა და რესტორნების მეპატრონეებს მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით მაღაზიები და რესტორნები დახურონ.
საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს. ის საწვავზე ტარიფების შემცირების მოთხოვნით დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, არეულობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.