ემანუელ მაკრონი -კუნძულ კორსიკაზე კორსიკული ენა ოფიციალურ სტატუსს ვერ მიიღებს
კუნძულ კორსიკაზე კორსიკული ენა ოფიციალურ სტატუსს ვერ მიიღებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა კორსიკის ქალაქ ბასტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზი სრულად უჭერს მხარს კორსიკელების მისწრაფებას, განავითარონ ორენოვანი პოლიტიკა კუნძულზე.
„ორენოვნობა ჩვენს სახელმწიფოს ამდიდრებს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ორენოვნობა ორივე ენას ოფიციალურ სტატუსს არ ანიჭებს, მინდა ეს ცხადად აღვნიშნო. საფრანგეთის რესპუბლიკაში არის მხოლოდ ერთ ოფიციალური ენა, და ეს არის ფრანგული“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლას კორსიკის მმართველი “ნაციონალისტური” კოალიციის წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც ავტონომიის გაფართოებას ემხრობიან და კორსიკის დამოუკიდებლობის დამცველებად ითვლებიან.
კორსიკის მმართველობაში “ნაციონალისტები” გასული წლის დეკემბერში მოვიდნენ.
კუნძული კორსიკა ათწლეულობის განმავლობში საფრანგეთში სეპარატიზმის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ხმელთაშუაზღვის კუნძული საფრანგეთის შემდაგენლობაში 1768 წლიდან შედის, როდესაც გენუის რესპუბლიკამ კუნძული საფრანგეთს ვალების სანაცვლოდ გადასცა.