ემანუელ მაკრონი - კატეგორიულად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ხორციელდება, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გმობს.
მაკრონი სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
„კატეგორიულად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც ამჟამად ისრაელის წინააღმდეგ ხორციელდება. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს მაკრონი.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ამასთან, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.