ემანუელ მაკრონი ევროპის ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლაში მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებს
ემანუელ მაკრონი ევროპის ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლაში მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებს

ემანუელ მაკრონი ევროპის ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლაში მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება, საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენიმე იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ძლიერი ევროპული სოლიდარობის გარეშე ამ კრიზისის დაძლევას ვერ შევძლებთ. სოლიდარობა აუცილებელია, როგორც ჯანდაცვის, ასევე საბიუჯეტო საკითხებში“, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას.

„ძალიან ბევრს საუბრობენ ჩინეთის და რუსეთის დახმარებაზე, მაგრამ რატომ არ ვახსენებთ საფრანგეთსა და გერმანიას, რომლებმაც იტალიას ორი მილიონი სამედიცინო ნიღაბი და ხალათი გაუგზავნეს?“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.