ემანუელ მაკრონი - ევროპას და მის ცენტრში ფრანკო-გერმანულ კავშირს აქვს ვალდებულება და ამოცანა, მსოფლიო ქაოსში არ ჩავარდეს
ევროპას და მის ცენტრში ფრანკო-გერმანულ კავშირს აქვს ვალდებულება და ამოცანა, მსოფლიო ქაოსში არ ჩავარდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკრონის თქმით, ევროპა დიდი ძალების სათამაშო არ უნდა გახდეს და მეტი სუვერენიტეტი სჭირდება. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
ემანუელ მაკრონმა პრობლემატურ მსოფლიოში პროგრესულ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„არსებობენ ძალები, რომლებსაც ჩვენი გახლეჩა სურთ, ერევიან ჩვენ საჯარო დებატებში, თავს ესხმიან ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიებს. ამ გლობალურ წესრიგში, ჩვენი ძალა ჩვენ ერთობაშია“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.